მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას...

ზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

Published on

ზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.როგორც გარდაცვლილის დედა ყვება,  პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში  2016 წლის 17 ოქტომბერს შემოიყვანეს.გართულებული პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაეწერა, თუმცა განმეორებით მისი საავადმყოფოში გადმოყვანა 24 ოქტომბერს გახდა აუცილებელი.როგორც დედა ამბობს, მისმა შვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი განაცხადა და არც კათეტერი ჩაიდგა, თუმცა მშობლები მის დაძინებას და რეანიმაციაში  გადაყვანას ითხოვდნენ.30 ოქტომბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ამბობს, რომ პაციენტს გამოკვლევა სხვადასხვა ვირუსზე ჩუტარდა, მათ შორის ღორის გრიპზე, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა.ნიკა ჭეჟიას თქმით, შემთხვევა სამეცნიერო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს.გარდაცვლილი პაციენტი ჩხოროწყუს რაიონიდანაა,ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია, თუმცა მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში გარდაცვლილს  ხელმეორე ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ.მიცვალებული ოჯახმა საკუთარ ეზოში დაკრძალა. ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს აქცია ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამართეს, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ დროულად მოახდინოს რეაგირება ფაქტზე, რათა  მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...