მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას...

ზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.

Published on

ზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.როგორც გარდაცვლილის დედა ყვება,  პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში  2016 წლის 17 ნოემბერს შემოიყვანეს.გართულებული პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაეწერა, თუმცა განმეორებით მისი საავადმყოფოში გადმოყვანა 24 ნოემბერს გახდა აუცილებელი.როგორც დედა ამბობს, მისმა შვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი განაცხადა და არც კათეტერი ჩაიდგა, თუმცა მშობლები მის დაძინებას და რეანიმაციაში  გადაყვანას ითხოვდნენ.30 ნოემბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ამბობს, რომ პაციენტს გამოკვლევა სხვადასხვა ვირუსზე ჩუტარდა, მათ შორის ღორის გრიპზე, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა.ნიკა ჭეჟიას თქმით, შემთხვევა სამეცნიერო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს.გარდაცვლილი პაციენტი ჩხოროწყუს რაიონიდანაა,ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია, თუმცა მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში გარდაცვლილს  ხელმეორე ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ.მიცვალებული ოჯახმა საკუთარ ეზოში დაკრძალა. ცირდაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს აქცია ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამართეს, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ დროულად მოახდინოს რეაგირება ფაქტზე, რათა  მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...