მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაიყიდება თუ არა ,,ბავშვთა სამყარო'', ვინ მოითბობს ხელს ხანძარზე, რომელიც დაზარალებულთა...

გაიყიდება თუ არა ,,ბავშვთა სამყარო”, ვინ მოითბობს ხელს ხანძარზე, რომელიც დაზარალებულთა გულს შემოენთო?

Published on

 „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძარი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და ამ დღეებში თავისი რეზონანსით  გადაფარა ყველა სხვა საჭირბოროტო საკითხი, მათ შორის, ქართული არმიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოუცხადებელი ომი.
 
საქმე აქ მხოლოდ დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობაში არ არის, საზოგადოება ამ ხანძარს  განიხილავს სხვა პრობლემებთან კონტექსტში – ლაპარაკია არა იმდენად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცულობის ხარისხსა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე, ან თუნდაც საგანგებო სიტუაციების მართვისა და სხვა   შესაბამისი სამსახურების ოპერატიულობაზე, რამდენადაც იმაზე, რომ ბოლო წლებში გახშირებულ  ასეთი მასშტაბის ხანძრებს მიღმა დგას უფრო მწვავე პრობლემა – არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძრები ხელოვნურად ჩნდება და დაზარალებულთა ხარჯზე ვიღაც ითბობს ხელს. პირველ რიგში სახელდება ქვეყნის  არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი,  რომელიც თანმიმდევრულად ეუფლება ყველაფერს, რასაც თვალს დაადგამს. მიწის დიდ ფართობებზე რომ არაფერი ვთქვათ,  იგი  საკვირველი ოპერატიულობითა და რაც მთავარია, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე  დაეუფლა რიგ უმსხვილეს სავაჭრო  და სხვა ობიექტს, რომლებიც მსგავს ხანძრებს შეეწირა.
 
სოციალურ ქსელებში ვრცელდება 2012 – 2017 წლეებში დამწვარი სავაჭრო ცენტრები და ბაზრობების ჩამონათვალი,  რომელიც  საზოგადოებაში აღზრულ ყველა ამ კითხვას  ლეგიტიმურსა და ლოგიკურს  ხდის:
1. ,,ლილოს" ბაზრობა – დაიწვა 2012 წლის 17 ნოემბერს
2. სავაჭრო ცენტრი ,,საბა" – დაიწვა 2013 წლის 26 თებერვალს
3. ,,ევროპარკი" – დაიწვა 2013 წლის 17 ივლისს
4. სენაკის ბაზრობა – დაიწვა 2014 წლის 25 აგვისტოს
5. ,,ბოშათა" ბაზრობა – დაიწვა 2014 წლის 16 სექტემბერს
6. ,,ხოფას" ბაზრობა – დაიწვა 2014 წლის 7 დეკემბერს
7. ,,ელიავას" ბაზრობა – დაიწვა 2014 წლის 27 დეკემბერს
8. ,,ისნის'' ბაზრობა – დაიწვა 2015 წლის 21 იანვარს
9. ,,ელიავას" ბაზრობა – დაიწვა 2015 წლის 4 აგვისტოს
10. ,,შავი" ბაზრობა – დაიწვა 2016 წლის 2 აგვისტოს
 და აი, მეთერთმეტეც –  "ბავშვთა სამყარო",  რომელიც 2017 წლის 29 იანვარს საეჭვო ვითარებაში დაიწვა თუ დღემდე იწვის.
 
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტი ხანძრის შემდეგ მთლიანად ან ნაწილობრივ გაიყიდა, რაც შეეხება ,,ბავშვთა სამყაროს'', ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რა ბედი შეიძლება ეწიოს მას. თუმცა სოციალურ ქსელებში აქ ხანძრის გაჩენის პირველივე საათებიდან არის  ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე. ასე მაგალითად, თბილისის მერიასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს ”ბავშვთა სამყაროს” ქვედა ბაზრობის მოვაჭრეთა აქცია,   მათი თქმით,  ,, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ იქ აშენდეს სუპერმარკეტები და მოლი”. 
„იყო საუბარი რომ აქ  კარფურის მსგავსი რაღაც უნდა აეშენებინათ… „კარფურის“ აშენება უნდათ… მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?“, – ამბობს მეორე მოვაჭრე. 
 
როგორც ჩანს,  მოსახლეობის ამ განწყობაზე პასუხს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის გიორგი მაჭავარიანის  განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, იმის შესახებ, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის გაყიდვა არ იგეგმება. 

„არაფერს არ გავყიდით. ჩვენ შესძლებისდაგვარად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღვადგინოთ შენობა, თუ აღდგება. თუ არადა, ალბათ, დაზღვევა ჩვენს პრობლემას გაითვალისწინებს და გვერდით დაგვიდგება. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსაც, რომ მიიღეს განკარგულება და სთხოვეს როგორც სადაზღვევო კომპანიას, ასევე ბანკებსაც, რომ ამ ხალხს გვერდით დაუდგნენ და გადაუვადონ კრედიტები. თუ გამოძიება მალე დამთავრდება, მაქსიმუმ 2 წელიწადში უნდა დავამთავროთ მშენებლობა-რეკონსტრუქცია“ – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა 
 
რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესბზე საუბრის პარალელურად, ტავდაპირველად იყო ლაპარაკი სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ კონკურენციაზე ( ,,ვიღაცას ,,ალდაგის'' ჩაძირვა უნდა), ბოლო საათებში ამას დაემატა ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებული  ინფორმაცია, რომ , “ბავშვთა სამყაროში” ოქროს ბირჟის მოვაჭრეებს ისანი- სამგორის გამგებლის მამა ემუქრებოდა ( ,,ისანი – სამგორის გამგებლის გიორგი ბაგრატიონის მამა – მუხრან ბაგრატიონი არის ახალ კიდობანში გახსნილი”ოქროს ბირჟის” მეპატრონე. ის უთვლიდა ვაგზლის ბირჟების მოვაჭრეებს-თუ ჩვენთან არ გადმოხვალთ, გაგანადგურებთო.'' – წერს ელისო კილაძე და საგამოძიებო ორგანოებს ამ ვერსიის შესწავლასაც ურჩევს). 
 
საგამოძიებო ორგანოები  დიდი საზოგადოებრივი დაინტერესების მიუხედავად, ამ დრომდე ინახავენ დუმილს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი იფარგლებიან სტანდარტული ფრაზით ,,დავდელოდოთ გამოძიების შედეგებს'', თუმცა ეს ხელს არ უშლით ხანძრის ერთადერთ სავარაუდო მიზეზად ელსადენების გაუმართაობა დაასახელონ და პასუხისმგებლობა ,,ბავშვთა სამყაროს '' ადმინისტრაციას დააკისრონ.
 

 
 
 
 
 

 

სიახლეები

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...