მთავარისიახლეებისაზოგადოება,, ბავშვთა სამყაროს'' ოქროს ბირჟის საცავში დაზარალებულთა პირველი პირველი ოთხეული შეუშვეს

,, ბავშვთა სამყაროს” ოქროს ბირჟის საცავში დაზარალებულთა პირველი პირველი ოთხეული შეუშვეს

Published on

წუხელ ,, ბავშვთა სამყაროს'' ნახანძრალზე  მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა ცეცხლის მინავლული კერების ჩაქრობაზე და უსაფრთხოების ნორმების გარანტირებაზე.  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის განმარტებით,  ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, მაგრამ პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე  საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა სახანძრო ეკიპაჟები შეაღწევენ შენობის იმ ნაწილში, სადაც კერების არსებობის ალბათობა ძალიან დიდია, მაგრამ ექსპერტებისა და ”სამხარაულის ექსპერტიზის” ბიუროს მიერ  შესვლა აკრძალულია შენობის ავარიული მდგომარეობისა და შესაძლო ჩამონგრევის გამო. 
 
 ბავშვთა სამყაროს მისადგომებთან წუხელ მთელი ღამე იდგნენ დაზარალებული მოვაჭრეები და მათი გულშემატკივრები, რომელნიც კატეგორიულად ითხოვდნენ შენობაში შესვლისა და თავიანთი ნივთების ნახვის  ნებართვას, მრელვარება განსაკუთრებით გაიზარდა მასშემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეიფებში, რომლებშიც მათი ოქროულობა ინახებოდა, დაზიანებული არ არის, გაჩნდა ეჭვი, რომ მათ ავარიულობის საბაბით შეგნებულად არ უშვებენ  შენობაში –  ,,ოქრო გაიტანეს და მერე გადაწვეს?'' 
 
  ”ბავშვთა სამყაროს” ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა მხოლოდ  დღეს დილიდან დაიწყო. მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა  სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.  დაზარალებულები მცირე ჯგუფებად, ეტაპობრივად შედიან,  საცავებში შესვლა მკაცრი წესრიგით,  პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხდება.
 
გუშინ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ძვირფასეულობა არ დაზიანებულა, თუმცა ექსპერტები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან, თუ ხანძრის მასშტაბებსა და ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, სეიფები ასეთ მსიმხურვალეს ვერ გაუძლებდა და მათში შენახული ოქროს ნაკეთობები თავდაპირველ სახეს დაკარგავდა და შესაბამისად, ზარალი დიდი იქნება.  
 
შენობაში დღეს შესულ დაზარალებულთაგან  ჯერჯერობით მედიისთვის არც ერთს არ გაუკეთებია განცხადება, თუ რა სურათი დახვდათ იქ და, მით უფრო,  რა მდგომარეობაშია მათი ძვირფასეულობა. 

სიახლეები

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...