მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქცია გამწვავდა – ხუთმა დევნილმა პირი...

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქცია გამწვავდა – ხუთმა დევნილმა პირი ამოიკერა

Published on

დღეს  ზუგდიდის რაიონულ შენობაში ჩასახლებული დევნილების საპოტესტო აქციის ხუთმა მონაწილემ პირი ამოიკერა. მათთან ერთად მეხუთე დღეა შიმშილობენ სხვებიც. პროტესტის გამწვავების მიზეზად ისინი ასახელებენ მათი პრობლემებისადმი და კონკრეტულად ამ აქციის მოთხოვნათა მიმართ არასათანადო ყურადღებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან.
 
 მათ საპროტესტო აქცია დაიწყეს სპეციალური კომისიის მიერ   მათი ცხოვრების პირობების  ხელახლა შესწავლისა და შეფასების მოთხოვნით ,  როგირც ერთერთი მოშიმშილე ამ ბობს, ,,ყველამ იცის, რომ   ბინების განაწილება არაობიექტურად ხდება და  სპეციალური კომისია  ქულებს ხელოვნურად წევს დაბლა, რომ ბინები არ მგვცეს მათ,  ვისაც ეს სასიცოხლოდ სჭირდება, ჩვენ აქ ვწვალობთ, ბინები კი ისეთმა ხალხმა მიიღო, რომ კორპუსების ეზოები მათი ჯიპებითაა გადაჭედილი''.  
 
აქციის მონაწილეები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, რადგან, მათი განცხადებით, სამინისტრო ვერ ახერხებს დევნილებისთვის ნორმალური პირობების შექმნას, ობიექტურობის დაცვას   საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ქულების განსაზღვრისას,  და უფრო მეტიც, იმ 45 ლარიანი დახმარების შეწყვეტასაც გეგმავს, რომელიც ისედაც შეურაცხმყოფელია და დამამცირებელი  თავისი სიმცირით .
 
თავის მხრივ ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში აცხადებენ, რომ  სამინისტრო ინფორმირებულია  მოშიმშილე დევნილების პრეტენზიებისა და  აქციაზე შექმნილი ვითარების შესახებ, შეხვდნენ და ესაუბრნენ მათ, მაგრამ ამ პრეტენზიების შესწავლისა და დაკმაყოფილებისათვის გარკვეული პროცედურებია გასავლელი.  
 
„ჩვენ ვესაუბრეთ მოშიმშილეებს, მანამდეც გვქონია მათთან კომუნიკაცია და ვიცნობთ მათ მოთხოვნებს – ისინი თვლიან, რომ სხვებზე მძიმე საცხოვრებელ პირობებში არიან, რომ მათთვის მინიჭებული  ქულები რეალურისგან შორს დგას და მათ მომატებას მოითხოვენ, რადგან სწორედ ქულების რაოდენობით განისაზღვრება  მათთვის გადასაცემი ბინების ფართი . შეფასების სიზუსტის გადამოწმება და შეცვლა მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი კორპუსის სახელმწიფო ექსპერტიზის შედეგებზეა დამოკიდებული. უკვე აღძრულია შუამდგომლობა სამხარაულის ბიუროსთან, დაიდება დასკვნა და შესაბამისად, თუ რაღაც შეცდომებს ქონდა ადგილი, გამოსწორდება და  ქულები მოემატებათ “, –  აცხადებს დევნილთა სამმართველოს წარმომადგენელი მანუჩარ ლაგვილავა. – რაც შეეხება დევნილთა გარკვეული კატეგორიისათვის შემწეობის გაუქმებას, ეს მხოლოდ  პროექტის სახით არსებობს და მის დამტკიცებაზე ლაპარაკი ნაადრევია.''  . 
 
აქციის მონაწილეებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ – ,,მსგავსი შეხვედრებისა და საუბრების იმედზე ვერ დავრჩებით, ჩვენ გარკვეული გარანტიები გვჭირდება. თუ პროტესტის ამ ფორმებმა ვერ გაჭრა, ჩვენ ისეთ  ფორმებსაც მივმართავთ,  რომ ვერავინ დარჩება გულგრილი და  საპროტესტო აქცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“ – აცხადებენ ისინი.
 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...