მთავარისიახლეებისაზოგადოებათოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში წუხელ პრობლემები შექმნა (Video)

თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში წუხელ პრობლემები შექმნა (Video)

Published on

თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდში წუხელ პრობლემები შექმნა, გართულდა სატრანსპორტო მიმოსვლა, მუნიციპალიტეტის სოფლები და ქალაქის  დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. პრობლემებზე საუბრობენ გამოკითხული რესპოდენტები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებენ.რესპოდენტების უკმაყოფილების მიზეზს ვერ ხედავენ ქალაქის მერიაში, უწყებაში განმარტავენ, რომ “ზოგადად შეფერხებები არ დაფიქსირებულა, არც ცხელ ხაზზე შემოსულა ინფორმაცია, ტექნიკური მარილი იყრებოდა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში და გზები ინტენსიურად იწმინდებოდა“.  თოვლმა დააზიანა მწვანე ნარგავები, პრობლემებია შიდა გზებზეც, რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, ყველაზე დიდი პრობლემა მაღალმთიან სოფლებში დაფიქსირდა. ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“  ინფორმაციით, ყველა უბანზე აღგდენილია ელ.ენერგიის მიწოდება. ლიპყინულისა და თოვლის გამო ჯერჯერობით ავტომანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. ზუგდიდში დღეს თოვა არ გაგრძელებულა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს ღამით  ყინვა გაძლიერდება, ხოლო 3 თებერვლამდე მოსალოდნელია  ნალექი თოვლის სახით.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...