მთავარისიახლეებისაზოგადოება„სად არის სახელმწიფო, მოკვდა სახელმწიფო!“- აცხადებენ ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები

„სად არის სახელმწიფო, მოკვდა სახელმწიფო!“- აცხადებენ ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულები

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდება. ნიკა მელიასთან ერთად ადგილზე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი.
ნიკა მელია აცხადებს, რომ  სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი უნდა მივიდეს და გასცეს პასუხი ხალხს. 
მოვაჭრეები კედლის დემონტაჟს და იმ სეიფების ჩვენებას ითხოვენ, სადაც ოქრო ინახებოდა. დაზარალებულები დილიდან  მოითხოვენ ხელისუფლებისგან შენობის დაცვას, მათი განცხადებით, ოქროს ნივთების დიდი ნაწილი სეიფებშია მოთავსებული, შესაბამისად, საჭიროა სამართალდამცავების მეთვალყურეობა, რათა გადარჩენილი ნივთების დაკარგვა არ მოხდეს.  
 მცირე ხნის წინ  მერიის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შორის მცირე  დაპირისპირებაც მოხდა. „სად არის სახელმწიფო, მოკვდა სახელმწიფო,“- აცხადებენ დაზარალებულები.
 
 
ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 4 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია.  დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. ბავშთა სამყაროს შენობაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. 
 
 
 
 

 

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ზუგდიდში - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა...