გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 28-30 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.„28 იანვარს ცივი და თოვლიანი ამინდი ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოს ცალკეულ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, დედაქალაქშიც ითოვებს.29 იანვრიდან 30 იანვრის დილამდე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ახალი ნაკადის გავრცელების გამო საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, გზებზე ლიპყინული. ჰაერის ტემპერატურა -3, +2 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.მათივე ცნობით, თბილისში მცირე თოვლი მოსალოდნელია 29 იანვარს ღამისა და დილის საათებში.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
სიახლეები
სიახლეები
გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს
გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...
სიახლეები
“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...
სიახლეები
კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი
2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...
სიახლეები
გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...