მთავარისიახლეებისაზოგადოება„ქართველებთან და საქართველოში’’- ზუტნერების ოჯახზე ზუგდიდში ფილმის ჩვენება გაიმართა

„ქართველებთან და საქართველოში’’- ზუტნერების ოჯახზე ზუგდიდში ფილმის ჩვენება გაიმართა

Published on

ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის „ქართველებთან და საქართველოში’’ პრეზენტაცია გაიმართა . ფილმი მოგვითხრობს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის ზუგდიდში ხუთწლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს.ფილმი გადაღებულია როგორც ქალაქში, ისე მუზეუმში, ბოტანიკურ ბაღში, რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში, მარტვილში. „ყველა ავსტრიელმა იცის, რომ მათი სიამაყე ბერტა ფონ ზუტნერია, მაგრამ ყველა ავსტრიელმა არ იცის, ზუტნერები საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში ჩამოყალიბდნენ მწერლებად. სწორედ ზუგდიდში გატარებულ წლებს ასახელებს თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების მიზეზად და ხმამაღლა აცხადებს, რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები, ის ვერასოდეს გახდებოდა ისეთი ბერტა ფონ ზუტნერი, როგორსაც მას მთელი მსოფლიო იცნობდა.“- აღნიშნა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.ფილმში ბერტა ფუნ ზუტნერის შემსრულებელი არის მანანა აკობია. მისი თქმით, ფილმის ნახვამ მოლოდინს გადააჭარბა. „ ჩემთვის დიდი პატივი იყო მონაწილეობა მიმეღო ამ ფილმში და განმესახირებინა ეს ქალბატონი“.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...