საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მომავალ სამიტში – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
მისი თქმით, ეს ნატოს შიდა და ნაკლებად მასშტაბური სამიტი იქნება და მასში საქართველოს მონაწილეობა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მცირე ხნის წინათ ასეთივე განცხადება გააკეტა თავდაცვის მინისტრმაც.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოყვა.
,, ნაციონალური მოძრაობის'' წევრების თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტები და განცხადებები არადამაჯერებელია.
„საქართველოს ხელისუფლებას იმისთვისაც უნდა ებრძოლა, რომ ზოგადად სამიტზე ყოფილიყო საქართველოს საკითხი დღის წესრიგში. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლება არაკომპეტენტურობაზე და მე ვფიქრობ, დღითიდღე ნათელი ხდება რეალურად საით აქვს გეზი აღებული ივანიშვილის ხელისუფლებას,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ფრაქციის ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სამიტში მონაწილეობა კარგი შანსი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან დასაახლოებლად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უგულვებელყო ეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად მოხდეს ქვეყნის დისტანცირება ევროსტრუქტურებისა და ნატოსგან.
„ ჩვენი მიდგომა ნატოს მიმართ და ნატოში ინტეგრაციის მიმართ აშკარად შეცვლილია და როგორც ხელისუფლება მიყვება მიმართულებას, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ უნდა იდგეს , როგორც არაერთხელ განუცხადებია ეს. “ – ამბობს გიორგი ტუღუში.