ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში c ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრის მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად 10 დღიანი ვადა მისცა

0
385
ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში ახალაშენებული  სკრინინგისა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა, სადაც ხარვეზები აღმოაჩინა.დავით სერგეენკოს განმარტებით, ობიექტი სამშენებლო კომპანიას  2016 წლის ნოემბერში უნდა ჩაებარებინა, თუმცა ხარვეზები დღემდე არსებობს, მინისტრმა კომპანიას 10 დღიანი გამოსასწორებელი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო კომპანიასთან კონტრაქტს გააუქმებს.სამშენებლო კომპანია ენკის  ხელმძღვანელის რევაზ ნაჭყებიას განცხადებით, ხარვეზები უმნიშვნელოა და 10 დღის ვადაში მათი მოგვარება პრობლემა არ იქნება.სკრინინგისა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობა 1.2 მლნ ლარი ჯდება.
 
წინა სტატიაქართველების საპროტესტო აქციამ გალში სერიოზულად შეაშფოთა ოფიციალური სოხუმი – რუბიკონი გადალახულია?
შემდეგი სტატია„ქართველებთან და საქართველოში’’- ზუტნერების ოჯახზე ზუგდიდში ფილმის ჩვენება გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური