მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 15:00 საათზე გახდება ცნობილი

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 15:00 საათზე გახდება ცნობილი

Published on

   ე.წ.კაბელების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 15:00 საათზე გახდება ცნობილი.ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.ბრალდებულებს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...