მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს შორის შავმა კატამ გაირბინა

იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს შორის შავმა კატამ გაირბინა

Published on

იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს შორის შავმა კატამ გაირბინა.
საქმე ეხება  სტრასბურგში  მოსამართლეების კანდიდატების  სიის ჩავარდნას, რაშიც  თეა წულუკიანმა პირველ რიგში (როგორც საერთოდ ყველა თავის მარცხში)  ,,ნაციონალური მოძრაობას'' დაადო ხელი, მაგრამ ამასთანავე უჩა ნანუაშვილს, რომელმაც ,,ბევრი იმუსავა სტრასბუტგში, რომ ეს სია ჩავარდნილიყო.''
 
”მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
წულუკიანის განცხადებას მწვავედ გამოეხმაურა უჩა ნანუავილი და    მის მიმართ გამოთქმული ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვა.
,, ან უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში უნდა მოიხადოს'. –  განაცხადა სახალხო დამცველმა  ჟურნალისტებთან საუბარში. – მისი განცხადება არის არასწორი ინფორმაცია, შეიძლება ითქვას ეს არის ცილისწამება, დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ.''
სახალხო დამცველი არ უარყოფს, რომ არაერთხელ დაუსვამს კითხვა,  რატომ მოხდა ერთი კანდიდატის ჩანაცვლება მეორით, უფრო მაღალი ქულის მქონე კანდიდატის ჩანაცვლება უფრო დაბალი ქულის მქონე კანდიდატით მაგრამ   პასუხი აქამდე არ მიგვიღია”  – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა სხვა დანარჩენი, ამასთან კავშირში არ არის.   
 
მისი თქმით, სახალხო დამცველი არაერთ შეხვედრას მართავს ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და ძალიან ბევრ საკითხზე არის საუბარი.  რა თქმა უნდა, არის ამ საკითხზე საუბარიც, მაგრამ  და ჩვენ რაიმე განსაკუთრებული ამ შეხვედრებზე არ გვისაუბრია, რაზეც საჯაროდ ღიად არ ვსაუბრობთ. ეს შეფასება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და გაუგებარია. არის ხოლმე კითხვები პროცედურებზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ. თუკი სადმე მსგავს განცხადებას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ პროცედურები გამოსასწორებელია.
მე ვფიქრობ, ალბათ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვაზე ან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში მოიხადოს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...