მთავარისიახლეებისაზოგადოებაე.წ. სტამბის შენობაში ჩასახლებული დევნილები ალტერნატიული ფართის დაუყოვნებლივ გამოყოფას და შენობიდან ნ...

ე.წ. სტამბის შენობაში ჩასახლებული დევნილები ალტერნატიული ფართის დაუყოვნებლივ გამოყოფას და შენობიდან ნ გადაყვანას ითხოვენ.

Published on

ზუგდიდში, ფაიფურის ე.წ. სტამბის შენობაში ჩასახლებული დევნილები ალტერნატიული ფართის დაუყოვნებლივ გამოყოფას და შენობიდან ნ გადაყვანას ითხოვენ. კორპუსში მცხოვრებ 17 ოჯახს, მათივე განმარტებით დევნილთა და განსახლების მინისტრმა წინასაარჩევნოდ ახალ კორპუსებში გადაყვანის აუცილებელი პირობა მისცა და ეს ფაქტი მიულოცა. თუმცა დევნილები ამბობენ, რომ კომისია, რომელიც დევნილთა მონაცემებს სწავლობს, მხოლოდ 3 ოჯახის შესამოწმებლად მოვიდა და მათ გადაყვანაზე უარს ეუბნებიან. დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით დევნილებმა დღეს აქცია გამართეს.დევნილთა და განსახლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის განმარტებით კი, დევნილები არაინფორმირებულები არიან, რადგან კომისია 6 ჯგუფის შემადგენლობით მუშაობს და ეტაპობრივად ყველა ოჯახის გაყვანა მოხდება. დევნილები დევნილთა და განსახლების მინისტრის ჩამოსვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, უკიდურეს საპროტესტო ზომებს მიმართავენ

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...