მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დაიცავით ჯარისკაცები, ძირს მოღალატე მთავრობა, თავისუფლება გმირებს“-ენმ-ის ზუგდიდის ოფისმა გუბერნიასთან ცერცვაძის...

„დაიცავით ჯარისკაცები, ძირს მოღალატე მთავრობა, თავისუფლება გმირებს“-ენმ-ის ზუგდიდის ოფისმა გუბერნიასთან ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გამართა

Published on

„დაიცავით ჯარისკაცები, რუსეთი კლავს, ძირს მოღალატე მთავრობა, თავისუფლება გმირებს“- ამ მოთხოვნით  დღეს „ნაციონალური მოძრაობი“ ზუგდიდის ოფისმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გამართა."ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, განცხადებები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ რიგი უწყებების მხრიდან კეთდებოდა, არსებული გამოწვევების არაადეკვატურია. ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს ჩადენილი შესაძლო დანაშაულისთვის ინტერპოლის საშუალებით ეძებდა. მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და მას მკვლელობას ედავებიან.აღსანიშნავია, რომ გიორგი ცერცვაძე ბოლო ერთ წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...