მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიფინგი ენმ - ში: ვის შეუწყდება ე.წ. დევნილთა დახმარება? ხელისუფლება...

ბრიფინგი ენმ – ში: ვის შეუწყდება ე.წ. დევნილთა დახმარება? ხელისუფლება მოქალაქეთა ყველაზე დაუცველ ნაწილს ებრძვის

Published on

დევნილთა სამინისტრო აპირებს დახმარება შეუწყვიტოს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან, ამასთან გეგმავს   დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, რათა დახმარება შეუწყვიტოს  იმ პირებს, ვისი შემოსავლებიც აღემატება ამ ზღვარს. – ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. 
 
,,ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს. 
ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებული'' – განაცხადეს ბრიფინგზე   ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა .
 
,,სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი – დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ" – ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე.
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...