მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა დოლიძე:"ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა...

ანა დოლიძე:”ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა ევროსაბჭოს სტანდარტებს”

Published on

   ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რომ ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა ევროსაბჭოს სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, როდესაც სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ შესარჩევი კონკურსი ნულიდან უნდა ჩატარდეს. ”ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, რომ ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა ევროსაბჭოს სტანდარტებს და მთლიანად იქნა სია უარყოფილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სტანდარტები, ეს არის გამჭვირვალობა, საჯაროობა, სამართლიანობა, არადისკრიმინაციულობა, არ იყო გათვალისწინებული ამ პროცესში. ეს არის სამწუხარო და ძალიან დასაფიქრებელი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს დავხარჯოთ მეტი დრო, მეტი რესურსი, კონკრეტული პირების დრო იმისთვის, რომ ეს კონკურსი ნულიდან ჩავატაროთ. ამას აქვს თავისი რეპუტაციული ხარჯიც საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. ჩვენ ჩვენი სამართლებრივი კულტურიდან, ჩვენი მეცნიერების დონიდან, ჩვენი სახელმწიფოს დონიდან გამომდინარე შეიძლება გვქონდეს და გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პიროვნებები აღიარებული იყვნენ დიდი ენთუზიაზმით ევროსაბჭოს მიერ”, – განაცხადა ანა დოლიძემ. სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...