მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილმა გუშინ ოფიციალურად მოითხოვა პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გათავისუფლება

ვანო მერაბიშვილმა გუშინ ოფიციალურად მოითხოვა პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გათავისუფლება

Published on

,პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ ოფიციალურად მოითხოვა გენერალური მდივნის პოსტიდან მისი გათავისუფლება.
 
,,ვანო მერაბიშვილმა ცხადად დააფიქსირა პოზიცია, რომ  არ სურს იყოს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი“ – განაცხადა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც იგი ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა და ვანო მერაბიშვილს ესაუბრა.  
მისი თქმით,  ვანო მერაბიშვილი თავის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და როგორ გააგრძელებს  პოლიტიკურ საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია.
 
ნაციონალური მოძრაობის  პოლიტიკური საბჭო  გენერალური მდივნის საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს,  სხდომა ცნობად მიიღებს მერაბიშვილის განცხადებას და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. 
 
 

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...