რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გია ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ხმა აღიმაღლა მის მიმართ რუსული სპცსამასახურების მიერ საქართველოდან მიღებული მისი პერსონალური მონაცემების საფუძველზე შეკოწიწებული ბრალდებისა და უკრაინაში დაკავების წინააღდეგ.
სოციალურ ქსელში ქვეყნდება გია ცერცვაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც იგი გამოთქვამს იმედს, რომ მხარდამჭერების ძალისხმევით გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან და მიეცემა საშუალება გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსა და უკრაინის მტერთან.