მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს არასწორად მოთხოვნილი თანხები შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს არასწორად მოთხოვნილი თანხები შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან დაექვითებათ

Published on

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გაკეთების უფლება მიენიჭა. გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
 
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იკვეთებოდა პრობლემა კლინიკების მიერ ე.წ. არასწორად მოთხოვნილ თანხებთან დაკავშირებით, რაც სასამართლო დავებს და გადაწყვეტილების მიღებამდე თანხის გაყინვას იწვევდა. სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილებამდე თანხები შემდგომი თვის ანაზღაურებიდან დაქვითოს.
 
„იკვეთებოდა ხოლმე გარკვეული წილი, როდესაც კლინიკებს არასწორად ჰქონდათ მოთხოვნილი თანხები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენდა ხოლმე შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს, თუმცა ამ შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და გამომდინარე სადაო საკითხის მოცულობიდან და სპეციფიურობიდან, გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და დღეის მდგომარეობიდან ასეა," – განაცხადა სერგეენკომ.
 
მისივე განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში სადაო თანხები იყო გაყინული, უმოძრაო, რაც სერიოზული პრობლემა იყო ბიუჯეტის პარამეტრების შესრულებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, კლინიკებთან აქტიური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
 
"დღეს მივიღეთ დადგენილება, რომელიც, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ უარვყოფთ სასამართლო დადგენილების მნიშვნელობას, თუმცა სანამ სასამართლო მიიღებს დადგენილებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ მისი აზრით არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს. ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან,“ – განაცხადა სერგეენკომ.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...