მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო

Published on

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო და   პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები შესთავაზა.
 
"პარლამეტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა  დღეს გამარტულ   სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  – სასამართლო სისტემის რეფორმირება, გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები.მათ დანერგვასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემულია ასობით ათასი ლარი, მათ შორის იმისათვის, რომ სასამართლოში დანერგილიყო, მაგალითად, საქმეების ელექტრონულად გადანაწილების სისტემა.
 
თუმცა ამავე დროს ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. აქედან გამომდინარე და სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და პარლამენტს ვთავაზობ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებაში ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ ქვეყანა მიიღებსნ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და სასამართლოს. 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...