მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლკოვნიკი რომან შამათავა: რუსეთის ჩვენ არაფერი გვმართებს. მათ კი, ყველაზე ძვირფასი -...

პოლკოვნიკი რომან შამათავა: რუსეთის ჩვენ არაფერი გვმართებს. მათ კი, ყველაზე ძვირფასი – აფხაზეთი და სამაჩაბლო მართებთ

Published on

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი  რომან შამათავა, რომელიც  სასამართლოს მიერ  ხელისუფლების დაკვეთით არის  მსჯავრდებული და პატიმრობაში იმყოფება სოლიდარობას უცხადებს თანამებრძოლს გია ცერცვაძეს. 
,, მე და ვიცეპოლკოვნიკი ცერცვაძე,სხვა უამრავ ღირსეულ მებრძოლთან ერთად ,ვიბრძოდით ყველგან,სადაც სამშობლოს საზღვრებს გვედავებოდნენ. – ნათქვამია მის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში – მე რომ დღეს პატიმარი არ ვიყო,ვიქნებოდი უკრაინაში.იქ,სადაც ჩემი ქვეყნის დამპყრობელის წინააღმდეგ ჩემი ძმები იბრძვიან.
რუსეთის ჩვენ არაფერი გვმართებს. მათ კი,ყველაზე ძვირფასი-აფხაზეთი და სამაჩაბლო მართებთ.
სანამ ცოცხლები ვართ, უფლება არ გვაქვს დავისვენოთ,სიკვდილამდე ფიცის ერთგულები ვრჩებით და მანამდე გვერქმევა მეომრები ,სანამ სახლში-მე გაგრაში და გია სოხუმში არ დავბრუნდებით. 
ჩვენი სიცოცხლე საქართველოს ეკუთვნის და ეს დიდი პატივია.დღეს ორივე პატიმარი ვართ,თუმცა ორივეს მთავარ მიზნად ისევ საქართველოს დანაწევრებული სხეულის გამთლიანება და ჩვენი დევნილების შინ მშვიდობით დაბრუნება რჩება.
საქართველოს მთავრობას უფლება არ აქვს გაყიდოს ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცის სიცოცხლე!.
მჯერა ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს !..
არ დავუთმოთ ქართველი ჯარისკაცი მტერს.ჩვენ ეს შეგიძლია!
მანამდე კი, ვიცეპოლკოვნიკო,მიიღე ჩემი სამხედრო სალამი …წინ დიდი გამარჯვებისთვის, ამასაც გავუძლებთ! – წერს  რომან შამათავა
 
 

სიახლეები

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...

პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას...

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...