მონადირეებმა აქცია დღეს გუბერნიასთან გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი გადამფრენ ფრინველზე ნადირობის ნებართვას ითხოვენ.აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა, რომელმაც მონადირეებს პირობა მისცა, რომ პრობლემის მოგვარებაში გუბერნია მათ აუცილებლად დაეხმარება.“ ჩვენთვის მონადირეების პრობლემა ცნობილია და ვეცდებით ყველანაიარად რომ მოვუგვაროთ ეს პრობლემა. რასაც ისინი ითხოვენ, გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ჩვენ ამ თემაზე საუბარი რამდენჯერმე გვქონდა“- განაცხადა ქანთარიამ. თავად მონადირეებს არ აქვთ მოლოდინი, რომ პრობლემა მათ სასარგებლოდ გადაწყდება. აქციის მონაწილეები მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში გზების გადაკეტვით და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. „ სულ ერთი თვეა დარჩენილი ნადირობის დასრულებამდე და თუ არ მიხედეს დროულად,, გზებს გადავკეტავთ და ყველა ზომას მივმართავთ. ჩვენ არ გვიშვებენ სანადიროდ, თვითონ კი დადიან და ნადირობენ“- აცხადებენ მონადირეები.კანონის თანახმად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გაგრძელდება. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მონადირეებმა აქცია დღეს გუბერნიასთან გამართეს.
სიახლეები
სიახლეები
შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....
სიახლეები
13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...
სიახლეები
ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...
სიახლეები
EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...