მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ცერცვაძის მხარდამჭერთა აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

გია ცერცვაძის მხარდამჭერთა აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

Published on

,,ნაციონალური მოძრაობა'' შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს პასუხს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აშფოთებს: როგორ  მოხვდა გიორგი ცერცვაძის პერსონალურ მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელში, რატომ არ გააფრთხილა ხელისუფლებამ ქართველი სამხედრო,  რომ მტრულმა სახელმწიფომ მასზე ძებნა გამოაცხადა და როგორ გადაკვეთა საზღვარი თუ იგი ინტერპოლით ძებნილი იყო , რატომ არ  ითხოვს ხელისუფლება თავისი მოქალაქის გათავისუფლებას და რატომ ცდილობს წაუყრუოს მისი რუსეთისატვის გადაცემის რეალურ სასისროებას. მოქალაეტა პროტესტის გრზნობა კიდევ უფრო გაამზაფრა იმან, რომ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტსაც არ დაძურავს სიტყვა ამ აღმაშოთებელ ფაქტზე.
 
დღეს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს  ვიცეპოლკოვნიკის მხარდამჭერი აქცია – აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთის დაკვეთით მუკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებაა.
 
აქცია სამართალდამცავებსა და მონაწილეებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზის გადაკეტვა დაიწყეს,  რასაც სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა.  აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას, არ გადაეკეტათ მანქანის სავალი ნაწილი, მაგრამ  ხალხმა მაინც გაიტანა თავისი. 
 
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია შეუერთდნენ აქციას. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას არ მოახდენს, აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და იქნება უფრო მასშტაბური.
 
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. 
 
 
 

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...