მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია ,,მატროსოვის ციხეში'' ვანო მერაბიშვილს ხვდება

ნიკა მელია ,,მატროსოვის ციხეში” ვანო მერაბიშვილს ხვდება

Published on

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია  #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,  ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად შევიდა. 
 
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე ნიკა მელიას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წინა დღეებში მან არაერთხელ განაცხადა, რომ  მართალია, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას პარტიაში მიმდინარე პროცესებზეც და იმაზეც, დარჩება თუ არა პარტიის გენმდივნის თანამდებობაზე. .''  
 
შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე  არ მომხდარა გენერალური მდივნის არჩევა, რადგან ვანო მერაბიშვილს არ გაუკეთებია განცხადება პარტიის დატოვების შესახებ და    ოფიციალურად  ამ პოსტსაც ინარჩუნებს.
 
დღევანდელი  შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გახდება თუ არა ვაკანტური ნაციონალურ მოძრაობაში გენერალური მდივნის თანამდებობა.
 
ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ თუკი მერაბიშვილი ამ თანამდებობაზე უარს იტყვის, პარტიაში გენმდივნის პოსტი საერთოდ გაუქმდეს.

 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...