მთავარისიახლეებიპოლიტიკაიან კელი: დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება

იან კელი: დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება

Published on

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება. 
 
"ჯერ სახელმწიფო მდივანი არ დანიშნულა. ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პოლიტიკა გვექნება, როცა უკვე ახალი სახელმწიფო მდივანი გვეყოლება, მაგრამ სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება",- განაცხადა იან კელიმ.
 
რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, იან კელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.
 
"მე ძლიერ ადვოკატირებას გავუწევ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს", – დასძინა იან კელიმ.

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...