მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს"  იურისტები იცავენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი უფროსის მაია ღურწკაიასა და  კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსის ქეთო ტაბაღუას სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყო.მოსარჩელე მხარე გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობას, ასევე სამსახურში აღდგენას და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურებას ითხოვს.ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.დღევანდელ სხდომაზე მხარეებს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მორიგება შესთავაზა, თუმცა გამგეობის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ, ნათია ჩიტაიას თქმით, ამ ეტაპზე გამგეობაში ვაკანსიები არ არის.გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...