მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან, პარტია მზად არის მისი ...

დღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან, პარტია მზად არის მისი ნებისმიერი სურვილი გაითვალისწინოს

Published on

დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარტიის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს  შეხვდება – ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. 
ბრიფინგზე  არ დაკონკრეტებულა, ვინ შევა ე.წ. მატროსოვის ციხეში, თუმცა ყრილობის შემდეგ ნიკა მელიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა თავად შევიდეს ციხეში და არსებული ვითარება განიხილოს   ვანო მერაბიშვილთან, სავარაუდოდ, სწორედ ის შეხვდება ვანო მერაბიშვილს. 
 
,, პარტია მზად არის ვანო მერაბიშვილის ნებისმიერი სურვილი გაითვალისწინოს'' – აცხადებენ პარტიაში. 
 
”დღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი წარმომადგენელი შევა მასთან და ყველაფერს გაიგებთ, როდესაც საპყრობილიდან გამოვა. ვანო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. მას არ გამოუთქვამს მკაფიო პოზიცია, რომ არ სურს გენერალური მდივნობა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას არ ვაპირებთ. მან უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ვნახოთ, რა შედეგები იქნება” – განაცხადა ბრიფინგზე კაკი მინაშვილმა.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...