მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია ანაკლიაში- მონადირეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას ითხოვენ

აქცია ანაკლიაში- მონადირეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის უფლებას ითხოვენ

Published on

დღეს ანაკლიაში 100–მდე მონადირე შეიკრიბა და აქცია გამართა. მონადირეები გადამფრენ ფრინველზე ნადირობის სეზონის დასრულებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის ლიცენზიას ითხოვენ. ნადირობის უფლების მოთხოვნით ანაკლიაში დღეს 100-ზე მეტი მონადირე შეიკრიბა. მონადირეები ამბობენ, რომ პრობლემა წლებია მოუგვარებელია და დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართს შესაბამის უწყებებს, თუმცა არაფერი შეცვლილა.ისინი ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვის რეინჯერისგან პასუხს ითხოვდნენ.გოჩა გერლიანი განმარტავს, რომ მონადირეებმა პრობლემის მოგვარება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  უნდა სცადონ.აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას იმართავენ. კანონის თანახმად კი  გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გაგრძელდება. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...