საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს. პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია აირჩია. დღემდე ამ თანამდებობას დავით ბერძენიშვილი იკავებდა. აღმასრულებელ სამდივნოში ცვლილებებს ეროვნული კომიტეტის წევრებმა გუშინ, 21 იანვარს უყარეს კენჭი.
რესპუბლიკური პარტიის წესდების მიხედვით, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ პარტიაში მეორე თანამდებობის პირია.
ეროვნული კომიტეტი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ხელმძღვანელობით დღესაც აგრძელებს მუშაობას.