მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი ქუთაისში ან დარჩება, ან არა - საკითხი განხილვის პროცესშია

პარლამენტი ქუთაისში ან დარჩება, ან არა – საკითხი განხილვის პროცესშია

Published on

,, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა და აქ იმუშავებს . ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო”, – განაცხადა .ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას
. ადა მარშანიას განცხადებას უარყოფს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე: 
”ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ყველანი ვართ სამუშაო რეჟიმში.  საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება  არც ერთ საკითხთან, მათ შორის  პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ აქვს მიღებული, აცხადებს  იგი.  მისი განმარტებით, ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება აისახება   პროექტის ბოლო რედაქციაში, რომელსაც  პარლამენტი წარადგენს.
 
დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თუ თბილისში გადმოტანა. 
 
”შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია”, – განაცხადა კილაძემ. 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...