მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკააშვილი: ჩვენ შევქმნით ასეთივე ძლიერ პოლიტიკურ ძალას უკრაინაში, რომელიც...

მიხეილ სააკააშვილი: ჩვენ შევქმნით ასეთივე ძლიერ პოლიტიკურ ძალას უკრაინაში, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას

Published on

 მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ეხმაურება.
,,ვაშინგტონიდან, სადაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ვიმყოფებოდი, სკაიპით მივმართე საქართვლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის ათასობით დელეგატს. ყრილობას ყოველმხრივ წინააღმდეგობას უწევდა პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი, მაგრამ არათუ ვერ შეძლო საქართველოში ამ ერთადერთი ოპოზიციური პარტიის დაშლა,  არამედ, როგორც ყრილობამ დაადასტურა, კიდევ უფრო შეამჭიდროვა და დარაზმა იგი. ჩემს მიერ დაფუძნებულმა პარტიამ აირჩია ლიდერთა ახალი ჯგუფი, რომელსაც მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ შევქმნით  ასეთივე ძლიერ პოლიტიკურ ძალას უკრაინაში, რომელიც   ხელისუფლებიდან მოაშორებს ბარიგებს   და მთლიანად შეცვლის ქვეყანას თითოეული მისი მოქალაქის საკეთილდღეოდ'' – წერს მიხეილ სააკაშვილი 
 
საქართველოს ექსპრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყრილობის მონაწილეებს და მხარდამჭერებს
,,დიდი მადლობა დღევანდელ ყრილობაზე დამსწრე თითოეულ აქტივისტსა და ყველას ვინც ამ ყრილობის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო.
დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სულისკვეთება ძლიერია, როგორც არასდროს.
ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა! 

დღეს ხალხმა დაიბრუნა ნაციონალური მოძრაობა,მალე ხალხი დაიბრუნებს საკუთარ ქვეყანას.''
 

სიახლეები

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის...

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...