სანდრა რულოვსი: სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, იქ არის წამყვანი ძალა. მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ვიღაცეებს ამ ქვეყანაში

0
352
ნაციონალური მოძრაობის მეშვიდე ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა ლედი სანდრა რულოვსმა.
 
,,თქვენ ძალიან ბევრი გადაიტანეთ ამ წლების მანძილზე არა მარტო სამსახურში, ოჯახში, ნათესავებში, მეგობრებში,  თქვენ იცით  იყო იყო ყველაფერი, მათ შორის შეურაცყოფაც,  ბევრს ეს  ჯანმრთელობს ფასადაც დაუჯდა, რადგან კუთვნილ სახელმწიფო დახმარებაზე   ცივი უარი მიიღო გამგეობებში, სამინისტროში მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო. თქვენ ყველაფერს გაუძელით და დიდი მადლობა ამისათვის. 
თქვენ აძლიერებთ პარტიას და აძლიერებთ მიშას.   ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ, მასში  იმხელა ძალაა , რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ვიღაცეებს ამ ქვეყანაში. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ.
ვინც რა უნდა თქვას, ვინც  არ უნდა სცადონ, რომ მიშა დაასუსტონ,   მიიღებენ მისგან პირიქით შედეგს. თქვენ  იცით, რამდენად მობილიზებულია მიშა და ბრძოლის რა უნარი აქვს, განსაკუთრებით მაშინ,  როცა წინააღმდეგობას უწევენ.
 
რაც უნდა გაუკეთონ მიშას, რაც უნდა მოქალაქეობა წაართვან, მიშა ქართველი იქნება იმიტომ, რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს.
 მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ყოველთვის იქნება მისთვის პატარა, მყუდრო ადგილი,  ცოტაოდენი ყველი და პური და დიდი სითბო.
რაც უნდა სცადონ წაართვან პარტია, თანამდებობა, გინდა ახლობლობა, ამასაც არა აქვს დიამდენი მნიშვნელობა – სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, იქ არის წამყვანი ძალა ''  – განაცხადა სანდრა რულოვსმა
 
წინა სტატია,,ნაციონალური მოძრაობის” ახალი სუნთქვა. მომავალზე ორიენტირებული ხალხის ყრილობა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სიტყვა ყრილობაზე: ოლიგარქები ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან“,
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური