მთავარისიახლეებიპოლიტიკაყრილობაზე მსჯელობენ სამომავლო პროგრამაზე: რას გააკეთებს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნების პირველ 30 დღეში

ყრილობაზე მსჯელობენ სამომავლო პროგრამაზე: რას გააკეთებს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნების პირველ 30 დღეში

Published on

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მუშაობას აგრძელებს.  ამ დროისათვის მონაწილეებს  პარტიის სხვა თვალსაჩინო  სახეებთან ერთად სიტყვით მიმართეს გრიგოლ ვასაძემ და რომან გოცირიძემ.  
 
 გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობის წევრი,  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი):  "ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე, იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა, თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენს დაწესებულ დროშას წევენ დღეს, თქვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა,“- განაცხადა ვაშაძემ.  
მან თხოვნით მიმართა ყრილობას, მომავალ პოლიტსაბჭოს დაევალოს პროგრამის შემუშავება დასამტკიცებლად, თუ რას გააკეთებს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნების პირველ 30 დღეში. 
 
ენმ ერთერთმა ლიდერმა,  ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის''  თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თავის სიტყვაში   ექსპრეზიდენტის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განვითარების სულის ჩამდგმელია. ეს არის ახალი საქართველო, რომელიც შექმნა ამ დარბაზში მსხდომმა თითოეულმა თქვენგანმა, ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. თქვენ ხართ ამ წარმატებული ისტორიის მონაწილეები.  
"სამარცხვინოა და ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ ამ წარმატების სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი ახლა ათასობით კილომეტრით დაშორებული სკაიპთან ზის და უყურებს ამ დარბაზს.
"მოგესალმები მიშა! ვიცი რომ შენ ახლა ჩვენთან ხარ, ჩვენ შენს გვერდით ვართ და გისურვებთ სულ მალე დაბრუნებას იმ საქართველოში, რომელსაც შენ სახე შეუცვალე და გახადე ისეთი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ," – განაცხადა რომან გოცირიძემ. 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...