მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური დარჩება

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური დარჩება

Published on

 
ყრილობის გადაწყვეტილებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური დარჩება  – პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.
 
რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო. 
„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე, ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის“, – განაცხადა წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.
 
ამის შემდეგ ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნულ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. ყრილობის წამყვანის, „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი ყრილობის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...