მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობის'' ახალი სუნთქვა. მომავალზე ორიენტირებული ხალხის ყრილობა

,,ნაციონალური მოძრაობის” ახალი სუნთქვა. მომავალზე ორიენტირებული ხალხის ყრილობა

Published on

სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს. ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დელეგატებს უკვე მიმართა სიტყვით პეტრე ცისკარიშვილმა, მან მადლობა გადაუხადა დელეგატებსა და მიწვეულ სტუმრებს, აგრეთვე პარტიის სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს მთელ საქართველოში, სიმტკიცისათვის, იდეის ერთგულებისათვის, იმისათვის, რომ მიუხედავად დიდი ზეწოლისა და  პარტიაში მიმდინარე რთული პროცესებისა, არ გატყდნენ, შეინარჩუნეს ნაციონალური მოძრაობის მომავლის, მისი მამოძრავებელი იდეის რწმენა . 
 
„ჩვენ ვერ შევეგუებით იმ იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო პატარა სოფელია, ნურავის გავეჩხირებით ყელში, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ. ეს იდეოლოგია თავისთავად მიუღებელია. ჩვენს ღირებულებით სისტემაში უბრალოდ არ ჯდება. პირიქით, თითოეული ჩვენგანი მოწადინებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნით ვამაყობდეთ. ჩვენ თავაწეულები უნდა დავდიოდეთ ჩვენს რეგიონში და ნებისმიერ კონტინენტზე. სიტყვები – „მე საქართველოდან ვარ“ საამაყო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გავერთიანდით ჩვენ. ამიტომ როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა – ვინ არის, ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი და თქვით მთავარი სათქმელი – „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა. 
 
მისივე თქმით, პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების ამ ახალ ეტაზე, რომელიც დღეიდან იწყება, უნდა აიგოს ორმხრივი მოძრაობის გზა.
 
„ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ღირებულებები უნდა მივიტანოთ ჩვენს თანამოქალაქეებამდე, თუნდაც იმ ადამიანებამდე, რომლებიც პოლიტიკური ორგანიზაციის გარეთ იმყოფებიან დღეს. ისინიც არიან ჩვენი დები და ძმები და მათაც უნდათ ეკონომიკურად განვითარებული საქართველო. ისინიც ზრუნავენ თავიანთი შვილების მომავალზე და წარმოუდგენელია, ისინიც არ ემხრობოდნენ მთავარ იდეალებს. მეორე მხრივ, ამ ფართოდ გაღებულ კარებში უნდა მოვიწვიოთ და მოვიპატიჟოთ ახალი ადამიანები, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია“- ასე დაასრულა სიტყვა პეტრე ცისკარიშვილმა.
 
ამ წუთებში დელეგატებს სიტყვით მიმართავს სამირა ისმაილოვა.
მოელიან, რომ რამდენიმე ხანში ყრილობის მონაწილეებს ვაშინგტონიდან სიტყვით მიმართავს მიხეილ სააკაშვილიც , რომელიც დონალდ ტრამპის მიწვევევით მის ინაუგურაციაზე  იმყოფება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ლიდერების პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მოხდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობისა და  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის არჩევა. 
პოლიტსაბჭოში ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან. 
რაც შეეხება გენერალური მდივნის თანამდებობას, ამ პოზიციას კვლავ ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს, თუმცა მის მოვალეობას იქამდე, სანამ მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს.როგორც  ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, .„ენმ არ ღალატობს თავის ლიდერებს, ამიტომ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თანამდებობაზე რჩება "  

ყრილობას, როგორც დაგეგმილი იყო, 7 000-მდე დელეგატი და სავარაუდოდ სამი ათასამდე მიწვეული სტუმარი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ ყრილობას ესწრება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთერთი თვალსაჩინო ფიგურა სანდრა რულოვსი.  

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...