ნაციონალური მოძრაობა ყრილობის დელეგატებს და სტუმრებს ვაშინგტონიდან სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა.
,,ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამებრძოლებო და მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცებისა და ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი მარცხი –
თქვენ ვერავინ და ვერაფერმა გათქმევინათ უარი პრინციპებზე და ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს ძალას იმისა, რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ და გაჰყვათ პოლიტიკურ არენაზე პარტიები, მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ კონტექსტში შეეხო იგი ჩანაფიქრს პარტიისათვის ჩამოეშორებინათ იგი. ,,ჩანაფიქრი პარტია გადაექციათ ლაგამამოდებულ, ყველაფრის ,,გამპრავებელ'' ძალად, ვერ განხორციელდა.'' – აღნიშნა მან
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის შექმნის შესახებ ისაუბრა. „გვჯეროდა იმის, რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება“.
სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის ხელისუფლებაში დაბრუნდეს. „ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, გავხდით ოპოზიცია, ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება“