ლევან ვარშალომიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მიწვევით მის ინაუგურაციაზეა ჩასული და სკაიპის მეშვეობით მონაწლეობდა ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მუშაობაში, თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს მიმართვას ყრილობის დელეგატებისადმი.
,, ისე, როგორც არასდროს დღეს პარტია ყველაზე ძლიერია, სადაც ერთიანობა და ბრძოლის ჟინი სუფევს. – წერს ლევან ვარშალომიძე – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ დელეგატს, განსაკუთრებით მათ, ვინც აჭარიდან იღებენ მონაწილეობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობაზე.
პარტიაში შექმნილი დემოკრატიული პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ, ერთიან გუნდთან ერთად შევძლოთ სწორი პოლიტიკური პროცესების წარმართვა და არსებული ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა.
ახლა დგას დრო, როცა თითოეულმა ჩვენგანმა პირად ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი!
ხალხი, ეს არის ძალა რომელსაც შეუძლია გააკეთოს შეუძლებელი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელი ყრილობით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არის ხალხის პარტია. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!''
ყრილობამ დღეს ლევან ვარშალომიძე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.