მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის ხან „ბრონირებულ“ აკვარიუმში ზის და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით,...

,,ის ხან „ბრონირებულ“ აკვარიუმში ზის და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით” – მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქზე

Published on

ჩვენი მიზანია გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისაც განაცხადა.
 
მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას და განვითარებას, თუმცა მერე მოვიდა რუსი ოლიგარქი და გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა.
 
„დღეს ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც რამე გადაწყვეტილების მიღება მოეკითხება – ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის ხუშტურებს, პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც გადააყოლა საქართველოს განვითარება და წინსვლა. ამის პარალელურად, როცა ყველაფერს წყვეტს, მისი პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე არის ნული. ის ხან პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიიდან, შემოიყვანს, გააერთიანებს, ფულს ჩაუდებს და დანარჩენი დრო ზის თავის „ბრონირებულ“ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით. დღეს ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდე, აღარ არსებობს. დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ივანიშვილის შპს „საქართველო“. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი – გავაუქმოთ ივანიშვილის შპს „საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...