ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-7 ყრილობას 7000-მდე რეგისტრირებული დელეგატი და 3000 -მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. (Video)

0
402
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მეშვიდე ყრილობაზე ზუგდიდიდან კოლონა 7 საათზე დაიძრა .ზუგდიდის ოფისი პარტიის ყრილობაზე 310 დელეგატითა და 50-მდე მოწვეული სტუმრითიყო წარმოდგენილი.პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღევანდელი ყრილობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის და მიხეილ სააკაშვილი არის ეს ძალა.სპორტის სასახლეში შეკრება დილიდანვე დაიწყო. დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა.ნუგზარ წიკლაურმა სპორტის სასახლეში შეკრებილებს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვებას გულისხმობს.“„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს. ვინაიდან, მიხილ სააკაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივაციით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თავად არასოდეს უთქვამს უარი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვადგენთ არ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების, პოლიტიკურ პროცესებში სრულად ჩართვის საშუალება,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. ასევე ყრილობაზე ცნობილი გახდა რომ გენერალური მდივანი არ შეიცვლება.„ენმ არ ღალატობს თავის ლიდერებს, ამიტომ გენერალური მდივანივანო მერაბიშვილი, რჩება თანამდებობაზე" -შეკრებილებს სიტყვით მიმართა სანდრა ელისაბედ რულოვსმაც „თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ, თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის,თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას, ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.ყრილობის მონაწილეებს ვაშინგტონიდან მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო.საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არასდროს დანებდება. "ჩვენ ვიბრძოლებთ, არ დავიღლებით, არ შევეგუებით და არასდროს დავნებდებით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წინ გამარჯვებისკენ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მინდა მოგილოცოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ "გაქოცების" ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა,სააკაშვილის თქმით, ჩანაფიქრი, რომ ის ჩამოეცილებინათ პარტიისთვის და პარტია გადაექციათ ლაგამამოდებულ, ძალად, ვერ განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ყოფილი ლიდერების წასვლის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი წასვლით ”პარტია არ იზომება” რადგან ”ახალ სიცოცხლეს გაეხსნა გზა”.ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ ყრილობაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად ”დარჩა ორგანიზაციის ნიჭი და ინტელექტი”, ამასთან მისივე თქმით, პარტიის მოკავშირე არის საქართველოს ახალგაზრდობა.ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე აირჩიეს.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგატებმა პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭო აირჩიეს.გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა
 
 

 

 

 

 

 

 

 

წინა სტატიავანო მერაბიშვილს ,,ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ მისი არჩევის საკითხი ყრილობაზე არც დამდგარა
შემდეგი სტატიასასკოლო ავტობუსის ავარია იტალიაში. მსხვერპლი დიდია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური