მთავარისიახლეებისაზოგადოებასალხინოს დედათა მონასტრის დიაკვანი მისი სახლიდან კანაფისა და იარაღის ამოღების ფაქტს...

სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვანი მისი სახლიდან კანაფისა და იარაღის ამოღების ფაქტს ადასტურებს

Published on

 მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავების მიერ  კანაფისა  და იარაღის  ამოღების ფაქტს თავად სასულიერო პირი ადასტურებს.ამის შესახებ დიაკონმა დღეს ქუთაისში „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი ჯახუას თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. დიაკონი ირწმუნება, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა."C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ხოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან დიაკონმა. დიაკონი ასევე, სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს. რაც შეეხება იარაღს, დიაკონი ამბობს, რომ ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...