მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ ,,ნაციონალური მოძრაობის'' ყრილობაა. მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილი მიმართავს

ხვალ ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაა. მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილი მიმართავს

Published on

20 იანვარს, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა. 
 
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გამოსვლების გარდა, დაგეგმილია პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. 
 
”ყრილობაზე იქნება ჩვენი 7 ათასი დელეგატი თბილისიდან და რეგიონებიდან. დელეგატების გარდა იქნებიან უცხოელი სტუმრები და ჩვენი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება. 

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...