მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს...

NDI: გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

Published on

NDI აქვეყნებს კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს , რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზეც არის საუბარი.
 
გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
 
რესპონდენტების 11%-ს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ორივე პერიოდში ერთნაირი იყო.
 
46%-ს კი მიაჩნია, რომ არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
 
შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპონდენტების მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა. 
 
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი – 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 ათას 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
 
კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...