,,მადლობა ხატია, ოღონდ მე ძალიან შორს ვარ გენიოსობიდან, შენისთანები კი – ნამდვილად ას წელიწადში ერთხელ იბადებიან'' – ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქგვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავის ხატია ბუნიათიშვილის წერილს, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიაში.
,ხატია ბუნიათიშვილი ამ წერილში მიხეილ სააკაშვილს განიხილავს როგორც თანამედროვეობის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას , რომელსაც ძალუძს უდიდესი წვლილი შეიტანოს დემოკრატიული აზროვნების განვითარებასა და განახლებაში.
,,კონსპექტში ნასწავლი დემოკრატიაც საჭიროებს განვითარებას, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან. მიშა გენიოსია. დემოკრატია იძლევა თანაბარ პირობებს განვითარების და თავის გამოვლენის, მაგრამ ადამიანები განსხვავებულ პოტენციალს ავლენენ ამ მოცემულობაში. განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია.'' – . წერს ხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილის წერილს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებისა და, უპირატესად, პოლიტიკოსების ერთ ნაწილს გულზე ცუდად მოხვდა დიდი პიანისტის შეფასებები, რომელიც ეხება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილს, ისე დემოკრატიის ხარისხს საქართველოში და ნიჭიერებით გამორჩეული, მაღალი იდეალებისთვის მებრძოლი ადამიანების დევნას, რაც სამწუხარო ტრადიციად იქცა ქვეყანაში.
ხატია ბუნიათიშვილს ხალხი სიყვარულით ,,მზეს'' ეძახის, მას ბოღმა არ ახრჩობს, შინაგანად თავისუფალი ადამიანია და არ უჭირს ღირსეულის აღიარება. – ეს ჩვენში იშვიათი ნიჭია, სხვაგანაც.
სწორედ ამას გულისხმობდა, ალბათ, ნიცშე : ,,დიდები გადასძახებენ პაროლებს ცარიელ საუკუნეებს, ამ დიდების გამოძახილია ერთი მეორესთან გასაუბრება, ამგვრად მოძრაობს იდეათა მარადი გარსი, რომელსაც საუკუნეს ეძახიან.'' (ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა პროლეტკულტელებისგან ცოცხლად შეჭმული კონსტანტინე გამსახურდია). მაგრამ რას ფიქრობს ნეტავ ამაზე ნიცშეს მთავარი ,,ექსპერტი'' დღევანდელ საქართველოში, რომლის ხელში ჯერჯერობით მხოლოდ ხეები მოძრაობენ. ისიც იძულებით.