მთავარისიახლეებისაზოგადოება,, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან. მიშა გენიოსია. '' –...

,, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან. მიშა გენიოსია. ” – ხატია ბუნიათიშვილი

Published on

,,განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია'' – . ხატია ბუნიათიშვილი  თავის ფეისბუქგვერდზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: 
 
,,თქვენ გადაწყვიტეთ არ იბრძოლოთ. 
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ მოცემულობაში გამოგეხატათ თქვენი აზრი – სწორი აზრი, რომელსაც არ მოუსმენენ, რომელიც მოცემულობას არ შეცვლის, რომელიც არ სცდება კონსპექტში ნასწავლ დემოკრატიას, მაგრამ ვერ მოუტანს ხალხს მშვიდობას, საკვებს. ვერც განათლებას. 
კონსპექტში ნასწავლი დემოკრატიაც საჭიროებს განვითარებას, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან. 
მიშა გენიოსია. 
ის დადის იმ ქუჩებზე, სადაც ჯერ ვერ დაიჭერენ. ციხეში არ მიდის არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ, რომ იცის – ის არის მთავარი სამიზნე. იცის, რომ იდეას ვერ განახორციელებს, თუ თავად არ განახორციელებს. 
საკუთარი თავისადმი ფანატიზმი? არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. 
ის დადის ქუჩებში სკამის, სტატუსის, თანამდებობის გარეშე დარჩენილი. 
სხვაზე მეტს აკეთებს, მასზე მეტს ლაპარაკობენ. 
ბიუროკრატიას და წესებს პატივს სცემს, მათზე მაღლა დგას. 
ის თავისუფალია. 
დადის ცარიელი ჯიბით და მაინც მოიპოვებს საკვებს, რადგან ყველაფერში ნაყოფიერებას ხედავს. 
დადის ქუჩებში ხალხთან შესახვედრად, არა არჩევნების წინ, არამედ არჩევნების მოგების და წაგების შემდეგ. 
სისასტიკეა ადამიანის მხრიდან ულევი ენერგია, შემოქმედობითობა (და მისი განხორციელების უნარი) სიგიჟედ მონათლო. სასტიკია და თან საცოდავი ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს თავისუფლება გისოსებს უკან მოაქციოს. ზოგი ციხეს უსურვებს, ზოგიც “საგიჟეთს".
 
დემოკრატია იძლევა თანაბარ პირობებს განვითარების და თავის გამოვლენის, მაგრამ ადამიანები განსხვავებულ პოტენციალს ავლენენ ამ მოცემულობაში. განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია. 
მიდი, მიშა, ყველაფერი წინ გაქვს!'' – წერს ხატია ბუნიათიშვილი. 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...