მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომელშიც დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები...

დღეს დაფუძნდა ახალი მოძრაობა, რომელშიც დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გაერთიანდნენ

Published on

დღეს სასტურო ,,ბალტიმორში'' გაიმართა   ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის  „ახალი ერთობა  საქართველოსთვის“ პრეზენტაცია. 
„ჩვენს პლატფორმაში, საზოგადოებრივ მოძრაობაში უკვე გაერთიანებული არიან პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ახალი პოლიტიკური, მაგრამ არაოდიოზური პარტიების მიღებისთვის. ვაპირებთ ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯის მხარდაჭერას, რომელიც წამოსული იქნება მმართველი გუნდისთვის და ნებისმიერი ანტიქართულ ან ანტისახელმწიფოებრივ, მაგალითად, „გაზპრომთან“ მიღებულ ხელშეკრულებას, ასეთი ნაბიჯების და ქმედებების კონსტრუქციულ, მაგრამ აქტიურ კრიტიკას,“- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა.
პრეზენტაციაზე ითქვა , რომ ახალ მოძრაობაში  დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გაერთიანდნენ.  
მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მამუკა გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ აუცილებელი გახადა ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს:
„არა მარტო ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, ოპოზიციასაც გაუჩნდა ოპოზიცია, ეს ნიშნავს რომ ერი გათიშულია და დაპირისპირებულია ერთმანეთთან, ჩვენ სწორედ ამისთვის შევეცადეთ, რომ შეგვექმნა ახალი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს. ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს, შევთავაზოთ მაკონსოლიდირებელი იდეა, რაზეც შეიძლება დაფუძნდეს მომავალი ქართული სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ გვაქვს ამის ხედვა და დღეს სწორედ ამის პრეზენტაციას ვახდენთ “- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ. – ჩვენ ვახდენთ ძალების კონსოლიდაციას და საინტერესო ადამიანებისა და ორგანიზაციების მოკრებას.  შევთავაზებთ მათ ჩვენ ხედვას, იგივე ეხება ოპოზიციასაც. ეს არის ძალიან ფართო ყოვლის მომცვლელი, ერთიანი ქართული, ძლიერი სახელმწიფოს იდეის მქონე პლატფორმა" არ არის გამორიცხული მოძრაობა მომავალში პარტიად ჩამოყალიბდეს''
მან ასევე აღნიშნა, რომ გამორიცხვით არ  გამორიცხავს იმასაც, რომ ,,ახალმა ერთობამ საქართველოსთვის“ ხელისუფლებასთანაც იურთიერთოს 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...