მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ტუალეტის პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება“-...

“ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ტუალეტის პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება“- ჯეჯელავას მიაჩნია რომ სკოლებში ყველაზე მწვავედ დგას საპირფარეშოების პრობლემა

Published on

განათლების მინისტრმა „ლიბერალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მწვავედ დგას ტუალეტების მოწყობის საკითხი.„კიდევ ერთი მაგალითი უნდა მოვიტანო, რომელიც ტუალეტებს შეეხება. მე ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, შემამჩნევდით, მაგრამ ეგ არ შემიძლია; მგონია,  რომ ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება“, – განუცხადა „ლიბერალს“ ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისივე თქმით, გასაგებია, რომ ბევრი სველი წერტილი გასარემონტებელია, მაგრამ რა დონეზეც სკოლას ტუალეტის გაკეთება შეუძლია, უნდა გააკეთოს.„მე ამ დირექტორებს ვეტყვი, რომ თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი მე ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას ჰქონია ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა“, – ამბობს ჯეჯელავა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...