მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

Published on

  საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. უგრეხელიძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს ისაუბრეს, როდესაც საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომა გაიმართება.        „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შედეგად, თბილისის საკრებულოში ერთი ფრაქცია პარტიაში დარჩენილებს, მეორე კი ე.წ. უგულავა-ბოკერიას მხარდამჭერებს დარჩებათ.  საკრებულოს წევრის  მამუკა ახვლედიანის განცხადებით, რომელიც ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრია, ამჯამად არსებულ ორ ფრაქციაში მოხდება ყოფილი და ახლანდელი წევრების გადანაწილება და ფრაქციები ამის მიხედვით დაკომპლექტდება. მისივე თქმით, ფრაქციების – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” სხდომა 16 იანვარს გაიმართება. როგორც ახვლედიანმა განმარტა, უკვე გადაწყვეტილია, რომ მის ფრაქციას შეუერთდება თამაზ შოშიაშვილი და ფრაქცია შემდეგი წევრებით დაკომპლექტება: მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი. მეორე ფრაქციაში კი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობს და რომელიც ე.წ. სააკაშვილის მხარდამჭერთა გუნდშია, იქნებიან თავად ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი და მარიკა დათუკიშვილი. ახვლედიანის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოში წარმოდგენილი მეშვიდე დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის პოზიცია, თუ რომელ ფრთას შეუერთდება, ჯერჯერობით უცნობია. მისივე თქმით, ფრაქცია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, სახელიც გადაერქმევა, თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ახალი სახელწოდება ”ევროპული საქართველო”.
 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...