მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ დაკომპლექტდა ენმ საარჩევნო სია, რომლის მიმართ პარტიის მხარდამჭერებს დღითიდღე უძლიერდებათ...

როგორ დაკომპლექტდა ენმ საარჩევნო სია, რომლის მიმართ პარტიის მხარდამჭერებს დღითიდღე უძლიერდებათ პროტესტი,

Published on

გადაცემა არჩეანში მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაკომპლექტდა ენმ –ს საპარლამენტო სია, რომლის მიმართ  პარტიის მხარდამჭერებს დღითიდღე უძლიერდებათ პროტესტი, რადგან თავს პარტიიდან აწ უკვე გასული, მაგრამ პარლამენტში დეპუტატებად დარჩენილი პოლიტიკოსების მხრიდან მოტყუებულად გრძნობენ/  
„მე არ ვიყავი და მე არ დამიკომპლექტებია ეს სია, აქ ( იგულისხმება კიევი –  ,,ოდიში ნიუსი '') ისინი წინასაარჩევნოდ ხშირად იყვნენ,  მაგრამ სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს წინასაარჩევნოდ  ყრილობის ჩატარებაზე. – განაცხადა სააკაშვილმა, მან შეახსენა მაყურებელს, რომ ყრილობის საკითხზე დიდი კამათი ატყდა, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ სინამდვილეში კამათი იყო არა იმაზე დიდგორზე უნდა ჩატარებულიყო ყრილობა თუ სადმე სხვაგან ( როგორ ამის წარმოჩენას ცდილობდნენ ზოგიერთები) , არამედ იმაზე საერთოდ ჩატარებულიყო ყრილობა თუ არა.
,,მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება, ალბათ იმიტომ,  რომ, თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სიაში სხვა სახის კონფიგურაცია იქნებოდა, მასში  სხვა კანდიდატები მოხვდებოდნენ. მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა მოხვდებოდა თუ არა სიაში  ის ჯგუფი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა , თუ კარგად ნახავთ,  ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები,  ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნევა სამწუხაროდ,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კითხვაზე – შეეცადა თუ არა იგი ამისთვის ხელი  შეეშალა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არჩევნების წინ ამის ბერკეტი არ ჰქონდა.
„ჩვენ რომ მოგვეგო პირველი ტური, რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოგება მაინც ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მერე სულ სხვა ბერკეტები გვექნებოდა, მე მეძლეოდა ქვეყანაში დაბრუნების საშუალება და  უკვე სხვანაირად მოხდებოდა გადალაგება. საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად  პერსონალიებს კი არ აძლევდა ხმას, რამდენადაც აძლევდა ხმას იდეას, იდეას ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის ის,  ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, ხმას აძლევდა იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და ჩემი პროცესებში მონაწილეობის მიღების. ამგვარად,  თავისთავად ეს იყო ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა, მაგრამ ამაში ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, რომ ეს ჯგუფი დარჩა, ამ ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში, თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, მოხდებოდა ამ უარყოფითი მომენტების განეიტრალება,“- აცხდებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...