მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI- ზუგდიდში შედარებით მცირე რაოდენობა ემხრობა ნატოში გაწევრიანებას.

NDI- ზუგდიდში შედარებით მცირე რაოდენობა ემხრობა ნატოში გაწევრიანებას.

Published on

მოსახლეობის 72% მხარს ევროკავშირში, ხოლო 61% ნატოში გაწევრიანებას უჭერს- NDI-იმ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მხრივ მოსახლეობის აზრი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაც მოსახლერობა სტაბილურად უჭერს მხარსანგარიშის თანახმად, განსხვავებული მდგომარეობაა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკიტხულთა 47% უჭერს, ხოლო 29%-სთვის მიუღებელია. ამასთან შედარებით მაღალია იმ მოსახლეობის რაოდნობა რომელსაც კითხვაზე პასუხი არ აქვს და ის 24%-ს შეადგენს. ასევე მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მოხმრეების რაოდენობა, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში. თუმცა ზუგდიდში შედარებით მცირე რაოდენობა ემხრობა ნატოში გაწევრიანებას.განსხვავებულია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერების რაოდენობა ასაკის მიხედვით, მომხრეები ძირთადად 18-დან 55 წლამდე მოქალაქეები არიან, 56 წლის ზემოთ კი მათი რაოდენობა მცირდება. პოლიტიკური პარტიების მიხედვით, კი საქართველოს აღნიშნულ საგარეო კურსს „ნაცინალური მოძრაობის“ მხარდაჭერები შედარებით მეტად ემხრობიან.აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბრი- 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 3 141 ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. NDI-ის კვლევებს, CRRC-საქართველო შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...